ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ანონსები

„ინოვაციური ზაფხული“
27 June 2018

UG Startup Factory და საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა სპეციალურად საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის აცხადებს პროგრამას “ინოვაციური ზაფხული”.

პროგრამის მიზანი სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარების გზით ინოვატორი, თანამედროვედ და თავისუფლად მოაზროვნე ახალგაზრდების ჩამოყალიბებაა.

ტრენინგის განმავლობაში გექნება შანსი:
განავითარო უნარ-ჩვევები;
გაიცნო საინტერესო ადამიანები;
მოისმინო საუბრები მენეჯმენტის, მეწარმეობისა და ინოვაციების მიმართულებით და მიიღო მნიშვნელოვანი რჩევები.

ინოვაციური ზაფხულის განმავლობაში გექნებათ საშუალება დაეუფლოთ ლიდერობას, გუნდურ მუშაობას, ეფექტური პრეზენტაციის უნარებს, პროექტის მართვას, ღია აზროვნებას და განავითაროთ თქვენი სტარტაპი 0-დან პროგრამის ფარგლებში შეძენილ მეგობრებთან ერთად.

შემოგვიერთდით და გაატარეთ ინოვაციური ზაფხული ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, რომლებიც იზრუნებენ თქვენს პირად განვითარებაზე.

სატრენინგო საათების გარდა მონაწილეები კვირის განმავლობაში შეძლებენ სხვადასხვა საინტერესო სპიკერების მოსმენას არაფორმალურ გარემოში (ბუნებაში, ორიგინალურ ნაგებობაში და სხვა ლოკაციებზე.)

მონაწილეებს წინ ელოდებათ ბევრი მხიარულება და საინტერესო დავალებები, რომელთა შესრულებითაც შეეცდებიან მცირედით მაინც შეცვალონ მათ გარშემო არსებული გარემო.

პროგრამა შექმნილია სპეციალურად საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, თუმცა მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია სხვა ნებისმიერ მსურველსაც.

გაგვაცანი შენი თავი და შეავსე სარეგისტრაციო ფორმა:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScfhBnOHWCkLBGBMbbifnk_uC2W8WRTVA8l-6dJ2TdHoWOblA/viewform


მონაწილეები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე.

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა - 30 ივნისი.

ტრენინგში მონაწილეობა არის უფასო, მაგრამ მოხვედრა შეეძლება 20 საუკეთესო აპლიკანტს.
კონკრეტული ტრენერებისა და სპიკერების შესახებ ინფორმაციას მიიღებთ ეტაპობრივად.

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი